გაყიდვების მენეჯერი
01-09-2026 - 28-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია „დეკა დეველოპმენტი“ რომელიც დაარსდა 2019 წელს, ორი გამოცდილი დეველოპერული კომპანიის გაერთიანების შედეგად ეძებს გამოცდილ კადრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

დამფუძნებელი კომპანიების ანგარიშზეა თბილისის მასშტაბით წარმატებით დასრულებული 5 საცხოვრებელი კომპლექსი.

სამუშაო ადგილი:  თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122

თანამდებობის დასახელება:   გაყიდვების მენეჯერი

სამუშაო განრიგი:                            ორშაბათი - პარასკევი

                                                            09:30-18:30 ან 10:00-19:00 საათი

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაგეგმილი გაყიდვების ყოველთვიური/ყოველწლიური გეგმების შესრულება;
  • კონკურენტების შესწავლა და მათი მიმდინარე შეთავაზებების მუდმივი მონიტორინგი;
  • ბროკერებთან თანამშრომლობის კოორდინაცია და უცხოელი მომხმარებლების პორტფელის მართვა;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება ყველა საჭირო წყაროს გამოყენებით, ბაზების გამოყენება;
  • დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, მათთან ერთად ობიექტის დათვალიერება, კონკრეტული შეთავაზების მომზადება, გადახდის პირობების/სხვა დეტალების გაცნობა და პრეზენტაციის სახით პროექტზე სრული ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის შეტანა CRM პლათფორმაზე, მიმდინარე სტატუსის განახლება და მუდმივი მონიტორინგი;
  • მომხმარებელთან შეხვედრის შემდგომ, უკუკავშირი და შესაბამისი სტატუსის განახლება CRM პლათფორმაზე;
  • მომხმარებლის მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირება და დროული კომუნიკაცია;
  • მარკეტინგის გუნდთან ყოველდღიური კოლაბორაცია, სწორი და ეფექტური გაყიდვების წარმართვისთვის;
  • Facebook-ზე, WhatsApp-ზე, Viber-ზე და მეილზე შემოსული შეკითხვების აღრიცხვა და პასუხის გაცემა, პოტენციურ კლიენტებთან ზარების განხორციელება, შემოსულ ზარებზე პასუხი/გადამისამართება, წერილებისა და გამოტოვებული ზარების გადამოწმება და ბაზაში ასახვა;
  • მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა და დასრულება;
  • გაყიდვების ანგარიშგების/ანალიზის წარმოება და მოთხოვნის შესაბამისად დაინტერესებული ზემდგომი პირებისთვის მიწოდება;
  • გაყიდული ბინების შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციის (მათ შორის გადახდის ქვითრების) მიწოდება ბუღალტერიისთვის მოთხოვნის შესაბამისად;
  • იურიდიულ დეპარტამენტთან, ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის მიწოდება;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
  • უშუალო უფროსის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას;
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის ინფორმაციული მეილების გაგზავნა (მათ შორის შერჩეული ბინებისა და გადახდის სასურველი პირობებით);
  • კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილოების მიღება და ტრენინგის ტიპიდან გამომდინარე სერთიფიკატის მიღება;
  • გაყიდვების შედეგების რეპორტირება გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელთან და კომერციულ დირექტორთან, ანალიზი და გაუმჯობესების საშუალებების შემოთავაზება;
  • მოზიდული კლიენტების, გაყიდული ბინების მაცხოვრებლების მომსახურება და შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • თანამშრომლებს შორის კოლეგიალური და პარტნიორულ ურთიერთობების გაძლიერებაზე ზრუნვა;
  • დაგეგმილი პროექტების შედგენაში მონაწილეობა ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;

                                             საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინიტრირების/ფინანსების ან სხვა მსგავსი მიმართულებით;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება დეველოპმენტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას);
  • სავალდებულოა: ინგლისური და რუსული ენების (მინიმუმ B2 დონეზე) ცოდნა;
  • საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვისა და პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებული, მიზანდასახული;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდის მართვის უნარი
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!