დეკა დეველოპმენტი - იურისტი
23-09-2026 - 23-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

 

„დეკა დეველოპმენტი“  ჯი თი სი ჯგუფის შვილობილი კომპანია  რომელიც დაარსდა 2019 წელს, აცხადებს ვაკანსიას იურისტის  პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი:  თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122

თანამდებობის დასახელება:   იურისტი

სამუშაო გრაფიკი:                     სრული (40 საათი)

ანაზღაურება:                              2000 ლარი

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო, ადმინისტრაციულ, მარეგისტრირებელ და სხვა შესაბამის ორგანოებთან, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად;
  • დეველოპმენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დამუშავება და შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
  • დეველოპმენტის სახელშეკრულებო ურთიერთობების სამართლებრივი მხარდაჭერა — ხელშეკრულებების, შეთანხმებების, დამატებითი შეთანხმებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, განხილვა და იურიდიული შეფასება;
  • დეველოპმენტის სახელშეკრულებო ურთიერთობებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა და კომპანიის ინტერესების სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;
  • კომპანიის სახელით მომზადებული/წარდგენილი დოკუმენტების სამართლებრივი ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი იურიდიული დასკვნების მომზადება;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური წერილების, განცხადებების, მოთხოვნების, პასუხებისა და სხვა სამართლებრივი ხასიათის კორესპონდენციის მომზადება;
  • მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დეველოპმენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების შესწავლა, სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • ხელშეკრულებების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, შეგროვება და სისრულის კონტროლი;
  • ჯგუფში შემავალი კომპანიების იურიდიული დოკუმენტაციის ადმინისტრირება, სისტემატიზაცია და შესაბამისი რეესტრების წარმოება;
  • ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მინდობილობების, გადაწყვეტილებების, ოქმებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა და ელექტრონული და/ან ფიზიკური არქივის წარმოება;
  • ხელშეკრულებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების მოქმედების ვადების, განახლების/შეწყვეტის თარიღებისა და სხვა მნიშვნელოვანი ვადების კონტროლი და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება;
  • იურიდიული დოკუმენტების შეთანხმებისა და ხელმოწერის პროცესის ადმინისტრირება და პროცესის დასრულებამდე მათი სტატუსების კონტროლი;
  • კონტრაგენტებისგან მიღებული იურიდიული და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოწესრიგება, აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში მათი აქტუალობის კონტროლი;
  • იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის პერიოდული ინფორმაციის მომზადება ხელშეკრულებების, იურიდიული დოკუმენტების, მნიშვნელოვანი ვადებისა და მიმდინარე საკითხების სტატუსის შესახებ;
  • იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება პოზიციის ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების ფარგლებში.

                                             საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება დეველოპმენტის, რეესტრში ან მერიაში მუშაობის გამოცდილების მქონდე კანდიდატებს) ;
  • საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებისა და განხილვის გამოცდილება;
  • იურიდიული დოკუმენტაციის წარმოების, აღრიცხვისა და ადმინისტრირების გამოცდილება;
  • სახელმწიფო, ადმინისტრაციულ და მარეგისტრირებელ ორგანოებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის ანალიზისა და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების უნარი;
  • სამუშაოს ორგანიზებისა და განსაზღვრულ ვადებში შესრულების უნარი;
  • რამდენიმე მიმდინარე საკითხის პარალელურად მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე:

www.dekadevelopment.ge 

გისურვებთ წარმატებებს

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!